ერთიანი ეროვნული გამოცდა მათემატიკაში — 2026
აქ მოკლედ არის თავმოყრილი, როგორ არის აგებული მათემატიკის ეროვნული გამოცდა, რა თემები შედის 2026 წლის პროგრამაში და როგორ მოემზადო.
გამოცდის სტრუქტურა და ქულები
- დავალებები 1–37: ოთხი სავარაუდო პასუხი, თითო 1 ქულა.
- დავალებები 38–39: ღია დავალებები, თითო 3 ქულა.
- დავალებები 40–41: ღია დავალებები, თითო 4 ქულა.
რა თემები შედის პროგრამაში
- სიმრავლეები და ვენის დიაგრამები
- ნატურალური, მთელი, რაციონალური და ნამდვილი რიცხვები; გაყოფადობა, ნაშთიანი გაყოფა
- პროპორცია, პროცენტი, საშუალო არითმეტიკული
- ხარისხი და ფესვი, მრავალწევრები, რაციონალური გამოსახულებები
- ლოგარითმი; მაჩვენებლიანი და ლოგარითმული განტოლებები და უტოლობები
- ფუნქციები და გრაფიკები (წრფივი, კვადრატული, ხარისხოვანი, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული, ტრიგონომეტრიული)
- განტოლებები, უტოლობები და სისტემები; ვიეტას თეორემა
- ტრიგონომეტრია და მარტივი ტრიგონომეტრიული განტოლებები
- არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესია
- კომბინატორიკა და ალბათობა (კლასიკური და გეომეტრიული)
- პლანიმეტრია: სამკუთხედები, ოთხკუთხედები, წრეწირი, სინუსებისა და კოსინუსების თეორემა, გეომეტრიული გარდაქმნები
- სტერეომეტრია: პრიზმა, პირამიდა, ცილინდრი, კონუსი, სფერო
- ვექტორები
- მონაცემთა ანალიზი: დიაგრამები, საშუალო, მედიანა, მოდა, საშუალო კვადრატული გადახრა
რა არ შედის
- წარმოებული
- ინტეგრალი
- ზღვარი და უწყვეტობა
- კომპლექსური რიცხვები
- გრაფები
- ანალიზური გეომეტრია (წრფის განტოლება, კონუსური კვეთები)
- მათემატიკური ლოგიკა
რას უნდა ელოდო გამოცდაზე
გამოცდა იწყება შედარებით მარტივი დავალებებით (მოქმედებები რიცხვებზე, ნაშთი, პროცენტი) და თანდათან რთულდება: ფუნქციები, ტრიგონომეტრია, სტერეომეტრია, კომბინატორიკა. ბოლო ოთხი ღია დავალებაა: კვადრატული ფუნქცია, ფართობი კოორდინატებში, ტექსტური ამოცანა და პარამეტრიანი ამოცანა.
უფასო ტესტები
ყველა კითხვას აქვს მყისიერი შემოწმება და დეტალური ამოხსნა.
როგორ მოემზადო BeHero-ზე
BeHero-ზე 50 Premium ტესტია ზუსტად ამ სტრუქტურით: 41 დავალება, 51 ქულა, იგივე თემების თანმიმდევრობა. ყველა კითხვას აქვს დეტალური ამოხსნა. ცალკეა წინა წლების (2021–2026) გამოცდების ვიდეო ამოხსნები.
სცადე სრული პაკეტი 30 წუთით უფასოდ, ბარათის გარეშე.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი დავალებაა და რამდენი ქულაა მაქსიმუმი?
დავალებები: 41 · მაქსიმალური ქულა: 51 · დრო: 3 საათი.
როგორ მოვემზადო?
ჯერ გაიარე ერთი სრული ტესტი დროზე, ნახე სად დაუშვი შეცდომა, მერე ივარჯიშე მხოლოდ სუსტ თემებზე. BeHero-ზე 50 Premium ტესტია ზუსტად ამ სტრუქტურით: 41 დავალება, 51 ქულა, იგივე თემების თანმიმდევრობა. ყველა კითხვას აქვს დეტალური ამოხსნა. ცალკეა წინა წლების (2021–2026) გამოცდების ვიდეო ამოხსნები.
შეიძლება უფასოდ ვცადო?
დიახ: უფასო ტესტები ღიაა ყველასთვის, ხოლო სრული პაკეტი შეგიძლია 30 წუთით უფასოდ სცადო, ბარათის გარეშე.
სხვა გამოცდები
ინფორმაცია ეფუძნება 2026 წლის საგამოცდო პროგრამასა და ნიმუშებს. ოფიციალური და უახლესი ინფორმაციისთვის იხილე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდი (naec.ge). BeHero.ge დამოუკიდებელი სასწავლო პლატფორმაა.