სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარები — გამოცდა (სავარჯიშო #1)
უფასო სავარჯიშო ტესტი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის.
📊 0/27✅ 0📖 0🏆 0
კითხვა 1 / 27
კლასში მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეს რამდენიმე თანაკლასელი დასცინის და მის მეტყველებას აჯავრდება, რის გამოც მოსწავლემ თანატოლებთან ურთიერთობას თავი აარიდა. მასწავლებლის რომელი აქტივობა ყველაზე ეფექტურად დაარეგულირებს ურთიერთობებს?
კითხვა 2 / 27
ჩამოთვლილთაგან რომელ მსჯელობაშია მართებულად ასახული ინკლუზიური განათლების არსი?
კითხვა 3 / 27
სსსმ მოსწავლეს აქვს ვიზუალური დისკრიმინაციის პრობლემა. ჩამოთვლილთაგან რომელი შეცდომა ყველაზე მეტად ახასიათებს ასეთ მოსწავლეს კითხვისას?
კითხვა 4 / 27
სსსმ-ს სტატუსის მინიჭებისთვის მოსწავლეს რა უნდა ჰქონდეს?
კითხვა 5 / 27
მასწავლებელს სურს დაეხმაროს უსინათლო მოსწავლეს „პლანეტის", „ვარსკვლავებისა" და „მთვარის" ცნებების გაგებაში. რომელი მიდგომა იქნება ყველაზე ეფექტური?
კითხვა 6 / 27
ჩამოთვლილთაგან რომელი აქტივობა მოითხოვს მოსწავლისგან „მუშა მეხსიერების" გამოყენებას?
კითხვა 7 / 27
სპეციალურ მასწავლებელს სურს იმუშაოს სსსმ მოსწავლის ფუნქციურ (ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო) უნარებზე. რომელი აქტივობა ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს ამას?
კითხვა 8 / 27
სსსმ მოსწავლესთან მუშაობისას შედგენილი „სწავლასთან დაკავშირებული სირთულის პირველადი მართვის გეგმის" მთავარი მიზანია:
კითხვა 9 / 27
სსსმ მოსწავლეს უჭირს გრძელი დავალებების ბოლომდე მიყოლა. რომელი მიდგომა ყველაზე ეფექტურად დაეხმარება მას?
კითხვა 10 / 27
ტიპური განვითარების მოსწავლის მშობელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ კლასში რთული ქცევის სსსმ მოსწავლეა. მასწავლებლის რომელი ქმედება ამაღლებს მშობლის ცნობიერებას ყველაზე ეფექტურად?
კითხვა 11 / 27
აუტიზმის მქონე მოსწავლეს უჭირს სხვისი ნათქვამის გაგება და არ ასრულებს ინსტრუქციებს. მასწავლებლის რომელი ქმედება ყველაზე მეტად დაეხმარება ინსტრუქციების გაგებაში?
კითხვა 12 / 27
ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლისთვის სასწავლო რესურსის შერჩევისას რომელი პრინციპია მართებული?
კითხვა 13 / 27
კარნახის დროს მოსწავლე „შაშვის" ნაცვლად წერს „სასვს" და ვერ ხვდება შეცდომას. ეს ყველაზე მეტად რომელ უნართან დაკავშირებულ სირთულეზე მეტყველებს?
კითხვა 14 / 27
მოსაზრება, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის დასადგენად აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკა:
კითხვა 15 / 27
საბავშვო ბაღიდან სკოლაში მოსწავლის ტრანზიციის მოსამზადებელ (პირველ) ეტაპზე მშობლის რომელი ქმედებაა ყველაზე შესაფერისი?
კითხვა 16 / 27
ADHD-ის მქონე მოსწავლე სკოლაში რთულ ქცევას ავლენს, თუმცა მშობლის თქმით, სახლში განსხვავებულად იქცევა. სპეციალური მასწავლებელი თვლის, რომ მოსწავლე უბრალოდ თავს არიდებს სწავლას. ეს მოსაზრება:
კითხვა 17 / 27
სსსმ მოსწავლეს კარგად ესმის ახსნილი მასალა, მაგრამ მალევე ავიწყდება. რომელი აქტივობა ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს ხანგრძლივ დამახსოვრებას?
კითხვა 18 / 27
სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე მოსწავლე გაკვეთილზე სისტემატურად ირწევა სკამზე. მასწავლებელი მოძრაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. ეს ქმედება:
კითხვა 19 / 27
სპეციალურ მასწავლებელს სურს, სსსმ მოსწავლეს დაეხმაროს სიტყვის ფონემური ანალიზისა და სინთეზის უნარის განვითარებაში. რომელი აქტივობა ყველაზე მეტად შეუწყობს ამას ხელს?
კითხვა 20 / 27
სსსმ მოსწავლის მშობელი ითხოვს სტატუსის მოხსნას, რადგან თვლის, რომ სწავლის შედეგები გაუმჯობესდა. რომელია სტატუსის მოხსნის მართებული პროცედურა?
კითხვა 21 / 27
სსსმ მოსწავლის საგნობრივი ინდივიდუალური მიზნების მიღწევის მონიტორინგისთვის ყველაზე ეფექტურია:
კითხვა 22 / 27
ინდივიდუალურ ასისტენტს საგნის მასწავლებელი საყვედურობს, რომ სსსმ მოსწავლეს ყველა აქტივობის შესრულებაში არ ეხმარება. საგნის მასწავლებლის ეს ქმედება:
კითხვა 23 / 27
ბუნების გაკვეთილზე „საბინადრო გარემოს" თემაზე მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილს უნივერსალური დიზაინის პრინციპებით. რომელი მიდგომა ყველაზე მეტად შეესაბამება ამ პრინციპებს?
კითხვა 24 / 27
თანაკლასელების რომელი ქმედება ყველაზე მეტად დაეხმარება სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს კომუნიკაციაში?
კითხვა 25 / 27
SMART კრიტერიუმების მიხედვით ჩამოყალიბებული ინდივიდუალური მიზნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომ მიზანი იყოს:
კითხვა 26 / 27
ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის შესახებ, ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობა რეალობას ასახავს?
კითხვა 27 / 27
დაწყებითი კლასის სსსმ მოსწავლისთვის წერის ეფექტური ათვისების ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც პირდაპირ ეყრდნობა თვალისა და ხელის კოორდინაციის განვითარებას, არის: