1. ზოგადი დებულებები

1.1 წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს შპს „ბიჰიროუ“ (შემდგომში „BeHero“) ოლიმპიადების ჩატარების წესსა და პირობებსაგრეთვე ოლიმპიადების მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს

 

    1. ოლიმპიადის მიზნები

2.1 ოლიმპიადის მიზნებია:

საქართველოში არსებული კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო განათლების მიმღებ სუბიექტთა განათლების ხელშეწყობა და მოტივირება

სამართლიანი, მიუკერძოებელი და სტანდატრებით დადგენილი შეფასების სისტემის გამოყენებით, განსაკუთრებული ნიჭითა და მონდომებით დაჯილდოებული პირების გამოვლენა და მათი წახალისება.

მოსწავლეთათვის მათი ცოდნის შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის შესაბამისი დონის დადგენა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული/ნახევრად ელეტქტონული სწავლების ფორმატის დანერგვის ხელშეწყობა.

 

2.2 კონკრეტული მუხლის მისაღწევად შპს „ბიჰეროუ“ მიმართავს შემდეგ გზებსა და ხერხებს:

 
ტესტის შექმნის, და მათი შეფასების ობიექტური, მიუკერძოებული მეთოდების შექმნას და სრულყოფას.

საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტის ადმინისტრირებას

ტესტის მონიტორიგნსა და სისტემური ხარვეზების აღმოფხვრას

მონაწილეთათვის საგნობრივი კომპეტენციის დონის დამადასტურებელი შედეგების გაცნობა

   

    1. ოლიმპიადების ჩატარების სტრუქტურა

3.1 Be Hero საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამ ეტაპზე ორგანიზებას უწევს ოლიმპიადას ინგლისურ ენაში, წინასწარ დადგენილ ვადებსა და თარიღებში. კონკრეტული თარიღების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია “BeHero”ს ვებ გვერდზე.
იგი ასევე ადმინისტრირებას უწევს ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ სასერტიფიკატო გამოცდას, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ საკუთარი ცოდნა ინგლისურ ენაში.

3.2 ოლიმპიადა ინგლისურ ენაში ტარდება ერთ ეტაპად. ოლიმპიადის მონაწილეებს შედეგები ეცნობათ ლიდერბორდის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ გვერდზე. გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვილი ქულების მიხედვით.  

3.3 ინგლისური ენის ოლიმპიადის ტესტირების ხანგრძლივობაა 40 წუთი.

3.4 ოლიმპიადის ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება სტუდენტის პირად გვერდზე, ოლიმპიადამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

 

    1. რეგისტრაცია და ოლიმპიადაში მონაწილეობა

4.1 ინგლისური ენის ონლაინ ოლიმპიადა ტარდება ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებისთვისა სტუდენტებისთვის. 

4.2 ოლიმპიადის გავლის მიზნით მონაწილეობის მსურველი უდა დარეგისტრირდეს “behero.ge”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შეიქმნას ვირტუალური პორტალი

4.3 რეგისტრაციის შედეგად, მოსწავლეს გააჩნია პირადი გვერდი და აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი ოლიმპიადა და განახორციელოს მასზე რეგისტრაცია, რომელიც შესაძლებელია კონკრეტული ოლიმპიადის შესაბამისი საფასური, რომელიც რეგულირდება ამ თავის, 4.4 პუნქტით

4.4 ინგლისური ენის სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 15 ლარს

4.5 ამ მუხლის 4.4 პუნქტში მითითებული საფასურის გადახდა წარმოებს ოლიმპიადაზე რეგისტრაციის დროს ონლაინ გადახდის ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. საფასურის გადახდისას, აუცილებელია მითითებული იყოს მოსწავლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი

4.6 ამ მუხლის 4.4 პუნქტის გათვალისწინებით გადახდილი ოლიმპიადის საფასურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე ოლიმპიადაზე რეგისტრაციის მიზნით

 

    1. ოლიმპიადის ტურების ჩატარების ფორმა

5.1 ოლიმპიადა ტარდება ონლაინ ტესტირების გზით, რომლის კონფიდენციალურობა სრულად დაცულია

5.2 ოლიმპიადის შედეგების გენერირებას ახდენს კომპიუტერიზებული სისტემა, რაც ტესტის მიკერძოებულად გასწორების შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს.

5.3 ტესტირების გავლის შემდეგ ქულები პირდაპირ აისახება როგორც ტესტის დასასრულს, ასევე ლიდერბორდზე, სადაც მითითებული იქნება მხოლოდ მოსწავლის მიერ შექმნილი სახელი (სახელის შექმნა ხდება რეგისტრაციის დროს და ეს სახელი ცნობილია თავად მოსწავლისთვის.

5.4 თიოეული ტურის ტესტირების შედეგები ქვეყნდება ოლიმპიადიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში.

 

    1. ტესტები და ტესტირება

6.1 ოლიმპიადის ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს ,,BeHero”. ტესტის მასალის 80%ამდე შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო დანარჩენი კი აპლიკანტის შესაბამის ასაკობრივ ჭრილს

6.3 თითოეული ტესტის მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 30 ქულას

6.4 ოლიმპიადის თითოეული ტურის ხანგრძლივობაა 40 წუთი

6.5 ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია

დროულად გამოცხადდეს ტესტირებაზე

დაიცვას წესდებაკეთილსინდისიერად იმუშავოს ტესტზე

შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი ოლიმპიადის წარმომადგენელთა მითითებები 

6.6 ტესტირების მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება

დამატებითი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება

ტესტირებაზე დამხმარე მასალის გამოყენება

გადალაპარაკებადახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმითსხვა ოლიმპიადის მონაწილეებისათვის ხელის შეშლა, ტესტირების მიმდინარეობის ხელის შეშლა

სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება

6.7 ამ მუხლის 6.6. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება. მონაწილისადმი მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, მისი ტესტი ანულირდება.

6.8 ტესტირების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა

პირებირომელთაც აქვთ შპს „BeHero-“ მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი

მეთვალყურე

) ტექნიკური ადმინისტრატორი

6.9 ოლიმპიადის ტესტირების მიმდინარეობისას დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების ან ინგლისური ენის სპეციალისტის ყოფნა (მასწავლებელი, მშობელი, დირექტორი, ოჯახის წევრი და სხვა);

6.10 ამ მუხლის 6.8 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ოლიმპიადის მონაწილეთა დახმარება, გარდა ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის გამოსწორებისა/ მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

 

    1. ოლიმპიადის შედეგები და გასაჩივრების წესები

7.1 ოლიმპიადის თითოეული ტურის შედეგები ქვეყნდება ოლიმპიადის ჩატარებიდან 2 სამუშაო დღეში, www.behero.ge ვებ-გვერდზე და მონაწილის პირად სივრცეში

7.2 მონაწილეს საკუთარი შედეგის ნახვა საკუთარ გვერდზე ან ლიდერბორდზე, რეგისტრაციის დროს შერჩეული სახელით

7.3 ოლიმპიადის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება BeHero-ს მიერ შექმნილი ოლიმპიადის საპრეტენზიო კომისიის მიერ;

7.4 ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადების შედეგების გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მიღებული საპრეტენზიო განაცხადი არ განიხილება.

7.5 ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს Behero”-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (testinfo@behero.ge)

7.6 ოლიმპიადის საპრეტენზიო განაცხადი უნდა მოიცავდეს იმ ტესტის გადამოწმების სურვილს, რომელშიც მას შესაბამისი პრეტენზია გაუჩნდა და ასევე ჰქონდეს არგუმენტი, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

7.7 საპრეტენზიო კომისია განიხილავს საჩივარს და შესაბამის დასკვნას გამოიტანს განაცხადის შემოტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში

7.8 საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „Beheroუფლებამოსილია გამოქვეყნებული შედეგები წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაარედაქტიროს

7.9 რეიტინგული სია ქვეყნდება ვებგვერდზე www.behero.ge

7.10 ფინალური ტურის ქულის შესაბამისადთითოეული მონაწილე მიიღებს ელექტრონულ დიპლომს/სერტიფიკატს რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე

7.11 რეიტინგში პირველი სამი მოსწავლე, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულა მიიღო, ასევე მიიღებს დიპლომის/სერტიფიკატის მყარ ვერსიას, რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე

 

8.    ოლიმპიადის მონაწილეთა დაჯილდოება

8.1 წინამდებარე წესდების 7.10 მუხლის შესაბამისადთითოეული მოსწავლე მიიღებს ელექტრონულ სერტიფიკატს

8.2 წინამდებარე წესდების 7.11 მუხლის გათვალისწინებით რეიტინგში არსებული პირველი სამი მოსწავლე მიიღებს სერტიფიკატს და წარმახალისებელ პრიზებს