“განათლება არის ყველაზე მძლავრი იარაღი მსოფლიოს შესაცვლელად”

ნელსონ მანდელა 

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს განათლების მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში. არაა სავალდებულო სწავლის ძირი მწარე იყოს და ერთი შეხედვით მიუწვდომელი, მაგრამ ტკბილი კენწეროსკენ მიმავალ გზაზე ყველა ჩვენგანს სჭირდება თითოეული ნაბიჯის შეფასება, შედეგის გააზრება და მცირე გამარჯვებების აღნიშვნა. სწორედ ამიტომ, შევქმენით ოლიმპიადების ელექტრონული პლატფორმა BeHero, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევს საშუალებას გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები დრაკონთან ორთაბრძოლაში.

მიგვაჩნია, რომ სუპერგმირობისთვის სავალდებულ არაა ადამიანს ჰქონდეს ფრენის, სუპერ სიჩქარისა თუ სუპერ ძალის გამოყენების უნარი, ჩვენ გვჯერა, რომ კარგი განათლების მიღება უკვე სუპერგმირობის ტოლფასია. შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები “ერკინებიან დრაკონს” ანუ ოლიმპიადას, რომლის დამარცხებაც მხოლოდ ცოდნით შეიძლება, და შესაბამისად, ცოდნა და განათლება ყველზე მძლავრი იარაღია.