რეგისტრაცის ვიდეო ინსტრუქცია
გასათვალისწინებელი დეტალები:
- ტესტი შედგება 30 დახურული კითხვისგან.
- ყოველ ტესტს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი.
- ოლიმპიადის ხანგრძლივობა 55 წუთია.
- ოლიმპიადა ჩატარდება 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი. ტესტირების ზუსტი გრაფიკი ოლიმპიადმდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდება.
- რეგისტრაცია შესაძლებელია 25 სექტემბრამდე
- პრიზები: პროექტის სპონსორია liz.ge რომელიც ყველა კლასში გამარჯვებულ მონაწილეს გადასცემს საჩუქარს.
- პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 100 ლარიან ვაუჩერს, მეორე ადგილზე გასული მონაწილე 50 ლარიან ვაუჩერს, მესამე ადგილზე გასული მონაწილე კი უფასოდ შეძლებს მონაწილეობის მიღებას შემდეგ ოლიმპიადაზე და ასევე 50% ფასდაკლების ვაუჩერს ნებისმიერ შეკვეთაზე.
- ოლიმპიადაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გთხოვთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ ოლიმპიადის საფასური და დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ მონაწილის შეკვეთის ნომერი, სახელი და გვარი.
- გთხოვთ გამოცხადდეთ ოლიმპიადის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად.
- ოლიმპიადაზე რეგისტრაციის დროს შესაძლებელია რამდენიმე მონაწილის მონაწილეობის საფასურის ერთად გადახდა, თუმცა, აუცილებელია ყველა მონაწილეს სათითაოდ ჰქონდეს პროფილი და შეკვეთა გაკეთებული. ასევე, აუცილებელია, გადმორიცხვის დანიშნულებაში მიუთითოთ შეკვეთის ნომერი.