რატომ „დრაკონი"?
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს განათლების მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში. სწავლის გზაზე ყველა ჩვენგანს სჭირდება თითოეული ნაბიჯის შეფასება და მცირე გამარჯვებების აღნიშვნა.
შევქმენით კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები „ერკინებიან დრაკონს" — ანუ გამოცდას, რომლის დამარცხებაც მხოლოდ ცოდნით შეიძლება. სუპერგმირობისთვის არ არის საჭირო ფრენის ან სუპერ ძალის უნარი — კარგი განათლება უკვე სუპერგმირობის ტოლფასია.
„განათლება არის ყველაზე მძლავრი იარაღი მსოფლიოს შესაცვლელად" — ნელსონ მანდელა
